შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია არის ინსტრუმენტი მათი უცხოელი მფარველების ხელში

რადიკალური ოპოზიცია არის ინსტრუმენტი მათი უცხოელი მფარველების ხელში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება.

„ჩვენ ცალკე, განყენებულად რადიკალურ ოპოზიციას ნუ ავიღებთ, როგორც პოლიტიკურ აქტორად. რადიკალური ოპოზიცია არის ინსტრუმენტი მათი უცხოელი მფარველების ხელში. საერთო ჯამში, ორკესტრირებას უწევს მთლიანად ამ პროცესს.

ამიტომ, რადიკალური ოპოზიცია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იყოს გატარებული იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით, რომელიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და მათ შორის აფინანსებს. ამიტომ, აქ მთავარი პრობლემები ჩვენ უნდა ვეძებოთ ბრიუსელში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელი დღეს მყარად დგას იმ გზაზე, სადაც თავის დროზე საბჭოთა მოსკოვი იყო, როდესაც დიალოგის ნაცვლად, არის კონფრონტაცია, ნაცვლად სხვების ინტერესების გათვალისწინებისა, არის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევის სურვილი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ბრიუსელსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათ შორის ღირებულებებზე უნდა მოხდეს ჯერ შეთანხმება.

„ჩვენ მთავარ ღირებულებებზე ვერ ვთანხმდებით. ჩვენი ღირებულება არის ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. სამწუხაროდ, ოთხივე ღირებულებასთან დაკავშირებით, ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს. კერძოდ, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს საკუთარი კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების საკითხზე. არ აღიარებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც ევროპული ღირებულებები უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, დღეს პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს მეურვეობით მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი. როგორც კი ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს დაუბრუნდება, იმ მომენტში მოეხსენება ყველა სირთულე ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები