შალვა პაპუაშვილი PACE-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე - კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, თუ რა წითელი ხაზები აქვს ქართველ ხალხს მის საგარეო ურთიერთობებში

კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, თუ რა წითელი ხაზები აქვს ქართველ ხალხს მის საგარეო ურთიერთობებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან მისი გუშინდელი შეხვედრა.

პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას - „შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი ახალ საპარლამენტო არჩევნებზე?“, რაზეც აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, არ იყო“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, თუ რა წითელი ხაზები აქვს ქართველ ხალხს მის საგარეო ურთიერთობებში. ქართველ ხალხს, რომელმაც ბრძოლით მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა; ქართველი ხალხი, რომელმაც სისხლით მოიპოვა საკუთარი უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ამ უფლებას არავის არ დაუთმობს.

ვისაუბრე დიდხანს. ვცდილობ, რომ ყველასთან მივიტანო ქართველი ხალხის სათქმელი. კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, ეხებოდა ჩვენი საუბარი. მათ შორის, კანონმდებლობას, რომელზეც ხშირად არის საუბარი - უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სხვადასხვა კანონში შეტანილ ცვლილებებს. ყველა ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, როგორია ეს კანონი, რას პასუხობს და არ პასუხობს, კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა; ევროპულ კონვენციას შეესაბამება თუ არ შეესაბამება, ამაზე ორადორი ორგანოა, ვისაც პასუხის გაცემის უფლება აქვს. კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან დაკავშირებით - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაელოდოს ამ ორ კანონს.

დელეგაციის მხრიდან კითხვა დაისვა, რომ ვენეციის კომისიიდან არსებობს გარკვეული დასკვნები. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრები ისევე, როგორც დელეგაციის წარმომადგენლები არიან. ვენეციის კომისია ისევე არის ჩვენი ორგანო, როგორც მათთვის. ვენეციის კომისიის ყველა დოკუმენტს აწერია სათაური - „მოსაზრება“. ეს არის მოსაზრება. ჩვენ ამ მოსაზრებებს, რომლებიც მოვისმინეთ, არ ვიზიარებთ. ვიღაც შეიძლება იზიარებს. ეს არ არის კანონი. ეს არ არის ლეგალური განმარტება, რასაც გააკეთებს სტრასბურგის სასამართლო. ყველამ კეთილი ნება იბოძოს და დაელოდოს ამას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ხელისუფლებასთან „დიალოგის აუცილებლობა იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების ინტერესშია, ვისაც ქართველ ხალხთან ურთიერთობა უნდა“.

„ჩვენ არავის დარწმუნებას არ ვცდილობთ, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ჩვენ სიამოვნებით ვპასუხობთ. რაში რწმუნდებიან და რა დასკვნები გამოაქვთ, ეს ყველას საქმეა. ჩვენთვის ეს დიდი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარია, ქართველი ხალხი ჩვენი პოლიტიკის სისწორეში დავარწმუნოთ.

რაც შეეხება დიალოგის აუცილებლობას, ეს არის, უპირველესად, იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების ინტერესში, ვისაც ქართველ ხალხთან ურთიერთობა უნდა. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გეოგრაფიული მიმართულებიდან არის საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა, ჩრდილოეთიდან მოდის, თუ დასავლეთიდან. რა მნიშვნელობა აქვს, ქარი საიდან დაუბერავს, თუ კი ეს ქარი არ არის სწორი. სუვერენიტეტის უპატივცემულობას დავინახეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში. ეს ყველაფერი, თუ არ ვცდები, დაიწყო იანვრის რეზოლუციით, როდესაც მოგვიწოდეს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია შემდეგი გართულება, მათ შორის, ურთიერთობების“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე