ლევან ჟორჟოლიანი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ გამოავლინა გამარჯვებულები მცირე გრანტების მიმართულებით - ეს პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო გასცემს გრანტს კონკრეტული სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ დაასრულა კონკურსი და გამოავლინა გამარჯვებულები მცირე გრანტების მიმართულებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო გასცემს გრანტს კონკრეტული სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, თითოეული პროექტი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს.

„გრანტის სააგენტოს მეშვეობით, აქტიურად დავაკვირდებით, მონიტორინგს გავუწევთ, თუ რამდენად სარგებლიანი იქნება აღნიშნული გრანტები კონკრეტული დარგისთვის, თუ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს კონკრეტული პროექტები ეხება. ჯამში ეს არის მილიონ 650 ათასი ლარის ბიუჯეტი. დაფინანსდა 17 პროექტამდე. საკმაოდ აქტიურობა იყო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ძირითადი დარგები, რომლებზეც გრანტები გაიცა, არის განათლება, სამოქალაქო თანასწორობა, გარემოს დაცვა.

„განსაკუთრებული ყურადღება სააგენტომ მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ამ პირებზე მორგებულ პროექტებს. ჩვენთვის ესეც პრიორიტეტულია, ასევე ჯანდაცვის, გარემოს დაცვის მიმართულებით საინტერესო კვლევები დაფინანსდა. შევხედავთ, რა შედეგები გვექნება ამ მიმართულებით. სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება ქვეყანაში უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესის საგანი. ეს პრაქტიკა არის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს. ამაში უნდა გამოიხატოს პირველ რიგში, რა არის სახელმწიფოს ინტერესი. შესაბამისად, დაფინანსებული პროექტების შინაარსია მაგალითად აუტისტური სპექტრის არასრულწლოვნების მხარდაჭერა, განათლების მიმართულება, კვლევები გარემოს დაცვის მიმართულებით და ა.შ.“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე