CNN - გაერთიანებულმა სამეფომ, კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში სავარაუდოდ ჩართულ ნავებზე თავდასხმების გამო, აშშ-სთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა

გაერთიანებულმა სამეფომ ნარკოტიკებით ვაჭრობაში სავარაუდოდ ჩართული ნავების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის აშშ-სთვის გაზიარება შეწყვიტა, - ინფორმაციას CNN-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, პაუზა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო და გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ გაერთიანებულ სამეფოს არ სურს ეჭვმიტანილ ნავებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებში მონაწილეობა და მიიჩნევს, რომ თავდასხმები უკანონოა.

წყაროების ცნობით, გაერთიანებული სამეფო, რომელიც კარიბის ზღვის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს, წლების განმავლობაში ეხმარებოდა აშშ-ს ნარკოტიკების გადატანაში ეჭვმიტანილი ნავების ადგილმდებარეობის დადგენაში იმისთვის, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვას მათი გადაადგილება აღეკვეთა. ეს ნიშნავდა, რომ გემების გაჩერებას, ეკიპაჟის დაკავებასა და ნარკოტიკების ჩამორთმევას.

სადაზვერვო ინფორმაცია, როგორც წესი, ეგზავნებოდა ფლორიდაში განლაგებულ ერთობლივ უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფ „სამხრეთს“, რომელიც რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს მოიცავს და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის შემცირებაზე მუშაობს. CNN-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ სექტემბერში დარტყმების განხორციელება დაიწყო, გაერთიანებულ სამეფოში გაიზარდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ, შესაძლოა, ბრიტანელების მიერ მოწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას სამიზნეების შესარჩევად იყენებდა. წყაროების ცნობით, ბრიტანელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სამხედრო დარტყმები, რომელსაც 76 ადამიანი ემსხვერპლა, საერთაშორისო სამართალს არღვევს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის