ირაკლი ფავლენიშვილი - ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ოპოზიცია მუშაობს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე - ასეთი ფაქტი ფიზიკურად არ არსებობს, ეს არის ივანიშვილის გუნდის ცილისწამება

ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ ეს არა ქართველ ხალხს, არამედ „ივანიშვილის ბანდის წევრებს“ შეხებოდა.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საჯაროდაც და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. თუ ვინმეს ჰგონია და ასეთი შეთქმულების თეორიის ტყვეობაშია, რომ ევროპაში ჩადიხარ და წლების განმავლობაში ერთ საკითხზე მუშაობ, ამ დროს კი სულ სხვა რამეს ამბობ საჯაროდ, ასეთი რამ არ ხდება. მაშინ ევროპაზე აბსოლუტურად დამახინჯებული წარმოდგენა გაქვს. შეუძლებელია საჯაროდ ერთი პოზიციონირება გქონდეს და კულისებში სხვა. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით იმაზე, რომ ქართველ ხალხს არ შეხებოდა ის პრობლემები, რაც დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილის გამო. ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს, არამედ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს მხარს უბამენ. აი, ეს არის მთავარი. ამიტომ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის იმას ვცდილობდით, რომ ეს არა ქართველ ხალხს, არამედ ივანიშვილის ბანდის წევრებს შეხებოდა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი განმარტებით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდისტული საშუალებით ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ოპოზიცია მუშაობს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

„ასეთი ფაქტი ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის ივანიშვილის გუნდის ცილისწამება და ჭორი, რომელიც იქითა მხარეს არის. აქეთა მხარეს არის კონკრეტული ფაქტები, როგორ ვმუშაობთ დასავლელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ეს ყველაფერი არ შეეხოს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ