დიმიტრი პესკოვი - დასავლეთი იწყებს გაცნობიერებას, რომ მათ მიერ გამოყოფილ თანხებს კიევის რეჟიმი ფლანგავს

დასავლეთი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხები იფლანგება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ევროპის დედაქალაქებმაც შეამჩნიეს ეს ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა. ესენი ხომ ის ქვეყნები არიან, რომლებიც კიევის რეჟიმის აქტიურ დონორებს წარმოადგენენ. ეს ქვეყნები, რა თქმა უნდა, სულ უფრო მეტად იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ იმ თანხის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც ისინი თავიანთი გადასახადის გადამხდელებისგან იღებენ, კიევის რეჟიმი ფლანგავს. ეს აბსოლუტურად აშკარაა. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება ამას“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ენერგეტიკის სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა. გუშინ, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციულ სქემაში მონაწილე შვიდ პირს ბრალი წაუყენა, კერძოდ, ბირთვულ სააგენტო „ენერგოატომში“ შესყიდვების კონტროლის გამო. დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება