„სფერო ინვესტისა” და „სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები სასამართლოს მიმართავენ განცხადებით, რომ კომპანიის დამფუძნებელი, გივი წულეისკირი და დირექტორი, გიორგი მურუსიძე პატიმრობაში დატოვოს

„სფერო ინვესტისა” და „სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები განცხადებით მიმართავენ სასამართლოს, რომ მხედველობაში მიიღოს დაზარალებულთა პოზიცია, რაც გულისხმობს კომპანიის დამფუძნებლის, გივი წულეისკირის და კომპანიის დირექტორის, გიორგი მურუსიძის პატიმრობაში დატოვებას.

შესაბამისი განცხადებით დაზარალებულებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, სხდომის დაწყებამდე მიმართეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ არაერთხელ სცადეს კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენლებთან, რომ დაეწყოთ დაზარალებულთა დაკმაყოფილება და თანხების ანაზღაურება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ თაღლითური გზით ცდილობდნენ დაეყოლიებინათ დაზარალებულები, “რომელიც ასევე ახალ თაღლითურ სქემას ითვალისწინებდა, რათა თავიდან აეცილებინათ სისხლის სამართლის საქმე”.

„ნაცვლად იმისა, რომ დროულად მოეხდინათ მათ ხელთ არსებული ქონების რეალიზება და დაეწყოთ, პირველ რიგში, ქონების გადახდა, მათ კვლავ ამჯობინეს ჩვენთან თაღლითურად კომუნიკაცია და ჩვენი მოტყუება, რაზეც ჩვენი მხრიდან მყისიერი უარი ეთქვათ. მოვუწოდებთ გამოძიებას, მყისიერად გამოვლინდნენ თაღლითური დაჯგუფების სხვა წევრებიც და გაიზარდოს დამნაშავეთა წრე.

გთხოვთ, ბატონო მოსამართლე, არ დაუშვათ ამ ადამიანების გათავისუფლება, რადგან არის საშიშროება, მსგავსად გიორგი მურუსიძისა, გივი წულეისკირმაც სცადოს მიმალვა, ქვეყნის დატოვება”,- ნათქვამია დაზარალებულთა განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის