ტატა ხვედელიანი - გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ - ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა

გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ - ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება და „ქართული ოცნება“ მზადაა ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი, დევნოს თავისი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტი, გიორგი გახარია.

„ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსდა. ვნახავთ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც იქნება წამოსული გიორგი გახარიას მიმართ. ეს არის რეალობა, რომელსაც ქმნის „ოცნება". ის პოლიტიკურად დევნის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს.

ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, როგორ იცავდნენ და როგორ ამაყობდნენ გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯებით სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით. შემდეგ აღარ დასჭირდათ, დისკომფორტი შეექმნათ გახარიასგან. დღესდღეობით ერთადერთი, ვინც ებრძვის „ოცნებას“, არის გიორგი გახარია და მისი გუნდი მაშინ, როდესაც „ოცნება“ იყენებს „ნაცებს“ ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის