Politico - ჯეფრი ეპშტეინი რუსეთს დონალდ ტრამპის შესახებ ინფორმაციას სთავაზობდა

ჯეფრი ეპშტეინი რუსეთს დონალდ ტრამპის შესახებ ინფორმაციას სთავაზობდა, - ამის შესახებ გამოცემა Politico აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატი“ წევრების მიერ გამოქვეყნებული ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა, სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ, გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელიც მის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილებს შეიცავს.

გამოცემა წერს, რომ 2018 წელს ჰელსინკში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ერთი თვით ადრე, ჯეფრი ეპშტეინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, სერგეი ლავროვისთვის შეტყობინების გადაცემა სცადა: „თუ ტრამპის გაგება გსურთ, მაშინ მე დამელაპარაკეთ“.

„შეგიძლიათ პუტინს შესთავაზოთ, რომ ლავროვს ჩემთან საუბრით ინფორმაციის მიღება შეუძლია“, - წერს ეპშტეინი ტორბიორნ იაგლანდს, რომელიც იმ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იყო.

ერთ-ერთ ელექტრონულ შეტყობინებაში ეპშტეინი წერს, რომ დონალდ ტრამპის შესახებ გაერო-ში რუსეთის ყოფილ ელჩს, ვიტალი ჩურკინს ესაუბრა.

ამასთან, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს ჟურნალისტი მაიკლ ვოლფისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერს, რომ დონალდ ტრამპმა „გოგონების შესახებ იცოდა“.

კონგრესმენებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საკმარისი ხელმოწერები შეაგროვეს პეტიციისთვის, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტების სრულად გამოქვეყნებას ითვალისწინებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კენჭისყრას, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნებას მოითხოვს, მომავალ კვირას ჩანიშნავს.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში