ადვოკატი - ბრალის დადგენილებაში შემოყვანილები არიან ფიგურანტები ნინა სანდერი და ირაკლი შაიშმელაშვილი, თუმცა, მურთაზ ზოდელავა არცერთს არ იცნობს

ბრალის დადგენილებაში შემოყვანილები არიან ფიგურანტები - ნინა სანდერი და ირაკლი შაიშმელაშვილი. თუმცა, მურთაზ ზოდელავა არცერთს არ იცნობს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა მაიკო მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალში დამატებულია სააგიტაციო მასალის გავრცელება, თუმცა თუ რას ეყრდნობა გამოძიება, მისთვის უცნობია.

„ბრალის დადგენილება ჩაგვბარდა, სადაც დაზუსტებულია ბრალის ფორმულირება, რომელიც შემოყვანილები არიან ფიგურანტები - ნინა სანდერი და ირაკლი შაიშმელაშვილი. თუმცა, მურთაზ ზოდელავა არცერთს არ იცნობს და მათთან არავითარი კავშირი და არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია. გასაგებია რა მიზანსა და მოტივს ემსახურება, სურთ, რომ აუხსნელი ფიგურანტები შემოიყვანონ საქმეში. დღეს, ბრალის დადგენილების მხოლოდ 2 ფურცელი გვაქვს, დღეს არავითარი მტკიცებულება არ გადმოგვცემია და წინ გვაქვს წინასასამართლო სხდომა, სადაც მოხდება მტკიცებულებების გადმოცემა. საინტერესო იქნება რა ფორმით და როგორ იქნება დაკავშირებული ის ახალი ფიგურანტები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან.

ბრალში დამატებულია, სააგიტაციო მასალის გავრცელება და მხოლოდ ერთი შეფასება შემიძლია გავაკეთო - საბჭოთა კავშირის დროს იყო პროკლამაციების გავრცელებისთვის ბრალი და იმავე ასოციაციას ქმნის. ვერ გეტყვით, არ ვიცი რა არის პროკურატურის განმარტება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაიკო მუმლაძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა