„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ჩვენი გუნდი უერთდება 28 ნოემბრის პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი უერთდება 28 ნოემბრის პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას და აქტიურად ჩაერთვება ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი" აგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებისთვის.

„ქართველი ხალხის ერთწლიანმა მტკიცე და გაბედულმა ბრძოლამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ჩახერგოს, მოგვაქციოს სრულ იზოლაციაში და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ზურგი აქციოს დასავლეთს.

"სტრატეგია აღმაშენებელი" ისევე როგორც მთელი საქართველო დგას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლა ვერ შეაჩერა ვერც ლიდერების უსამართლოდ დატყვევებამ, ვერც შეთითხნილი ბრალდებით ხანგრძლივი ციხის მუქარამ.

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აბსურდული ბრალდებით მრავალწლიანი პატიმრობის მუხლით ცდილობს ივანიშვილი პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ნეიტრალიზებას. ასევე რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრობაშია ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი,პაატა მანჯგალაძე მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველოს გამარჯვებამდე.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი" აგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებისთვის.

ამ მიზნის მისაღწევად, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი უერთდება 28 ნოემბრის პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას და აქტიურად ჩაერთვება ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე."- აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს