პროკურატურა - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან 63-ს, ბრალი ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში უზუსტდება,  ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 63 პირს ბრალდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში უზუსტდება და კვალიფიკაცია არ იცვლება, ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი, ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება.

„2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული 64 პირის მიმართ, მიმდინარეობს ბრალდების დაზუსტების პროცედურა.

63 პირს ბრალდება უზუსტდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება.

ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება. ბრალდებულს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს