სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება

სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, თუ ვინ განეკუთვნება საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა კატეგორიას და ვინ შედის კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში. მოქმედი კანონის გათვალისწინებით, აღნიშნულ პირებს სავალდებულო სამხედრო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილი უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ ან კადრის სამსახურში მიღებულ იქნენ პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებული არიან.

როგორც მთავრობა განმარტავს, შედეგად, მნიშვნელოვნად იზღუდება სამსახურში მიღების მსურველ მოქალაქეთა შრომის უფლება, ხოლო მეორე მხრივ, ზიანდება სამსახურის საჯარო ინტერესი პირადი შემადგენლობის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების და მათი კონკურენტულ გარემოში შერჩევა-შევსების თვალსაზრისით.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტი კი, ასეთ ვალდებულებას ხსნის - განისაზღვრება, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და კადრის სამსახურში ჩასარიცხად აუცილებელი წინაპირობა პირის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აღარ იქნება.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს