Galt &Taggart-ის მხარდაჭერით კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტრანზაქცია განხორციელდა

Galt & Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა. ეს გახლავთ 2025 წლის მანძილზე კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ტრანზაქციაში Galt & Taggart წარმოადგენდა ტრანზაქციის წამყვან მენეჯერს ისეთ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan, BCP Securities, Oppenheimer Europe და Société Générale.

„ამაყები ვართ რომ Galt &Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა ასეთი მასშტაბური მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა ეროვნულ ვალუტაში. ეს გახლავთ 450,000,000 ლარის ლარში დენომინირებული ევრობონდები, რომლის სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა. ტრანზაქციის მოცულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ რამხელა ნდობაა საქართველოს ბანკის მიმართ ინვესტორების მხრიდან. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა გალტ & თაგარტის, როგორც ტრანზაქციაში ჩართული წამყვანი მენეჯერის, როლი ტრანზაქციის წარმატებით დახურვაში. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში Galt & Taggart-ის გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისათვის და ინვესტორებს გამოხატული ნდობისთვის“,- განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, Galt & Taggart- ის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთის, ტრანზაქციის იურიდიულ მრჩევლებს ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით წარმოადგენდნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი.

ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის