64 წლის ფატი ბაგრატიას გზის გადაკეტვისთვის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

64 წლის ფატი ბაგრატიას გზის გადაკეტვისთვის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე ნინო ენუქიძემ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ფატი ბაგრატიას შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.

თავად ფატი ბაგრატია სხდომას არ ესწრებოდა.