გიგა ფარულავა გახარიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე - სხვა მოლოდინი ნამდვილად არ გვქონდა, ვინაიდან დღეს როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო სისტემა მოქცეულია ერთი ადამიანის ხელში - მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერია

მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერია. როგორც ბრალდებასა და ბრალდების ნაწილს ველოდებოდით, ასევე აღკვეთის ნაწილშიც სხვა მოლოდინი ნამდვილად არ გვქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პარტიის ლიდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო სისტემა დღეს მოქცეულია ერთი ადამიანის ხელში.

„ბრალდების მხარე გიორგი გახარიას, კონკრეტულად ჩორჩანას ეპიზოდზე ოკუპანტებისგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვას ედავება. სასამართლომ, სამწუხაროდ, დააკმაყოფილა პროკურატურის ეს მოთხოვნა, თუმცა ჩვენთვის ნამდვილად არ იყო აქ მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერი. როგორც ბრალდებასა და ბრალდების ნაწილს ველოდებოდით, ასევე აღკვეთის ნაწილშიც სხვა მოლოდინი ნამდვილად არ გვქონდა, ვინაიდან დღეს როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო სისტემა მოქცეულია ერთი ადამიანის ხელში და არ გვქონდა სხვა რამის მოლოდინი“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. რაც შეეხება გახარიას მიმართ წარდგენილ კიდევ ერთ ბრალდებას მეორე საქმეზე, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევას უკავშირდება, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ასევე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ორ საქმეზე - 20 ივნისის აქციის დარბევაზე და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გუშინ დაიწყო.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს