შალვა პაპუაშვილი - კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო - გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რა სურს მას? სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საპროტესტო აქციაზე გამოჩენას შეეხებოდა.

პაპუაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი „მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ყველაფერს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული”.

„საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვერ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია - ეს ადამიანი [პეტერ ფიშერი] მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ყველაფერს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული. გასაკვირია რაც ვნახეთ - ისე, რომ მას არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმი, გუშინ მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, რომლებიც 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეები იყვნენ; მეორე - ის ვისთანაც პოზირებდა, ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს და ერთ-ერთ მოსაყდრეს ეგზარქოსებად მოიხსენიებს. ამ ადამიანებთან დადგა გერმანიის ელჩი, გადაიღო ფოტო და სოლიდარობა გამოუცხადა. ეს მაგონებს მიხაილ როთის ხაზს, რომელიც აქ ჩამოსული იყო და თქვა: რა გინდათ, ბედნიერებას ეკლესიასთან ერთად გინდათ მიაღწიოთო? ეს არის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე, მიხაილ როთის ხაზი, რომელსაც დღეს გერმანიის ელჩი აგრძელებს იმით, რომ სოლიდარობას უცხადებს ექსტრემიზმს, რომელიც ქართულ ეკლესიას და მის პატრიარქს ეგზარქოსებად მოიხსენიებს. ასე რომ, ახლა მე პირადად ველოდები, რა ნაბიჯებს გადადგამს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან ფაქტია, ეს ადამიანი [პეტერ ფიშერი] მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს რა უნდათ მათ“.

„ამ კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ გადაიკითხავდა შესაბამის მუხლებს და ბოლო-ბოლო ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა. რამდენიმე დღე არ გასულა და მთელი სახელმწიფო და საზოგადოება მასხრად აგვიგდო. ეკლესიის მლანძღველებს უცხადებს სოლიდარობას. ასე რომ, ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რა სურს მას? სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, სანამ გერმანიის ელჩი საქართველოში დაბრუნდებოდა, ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს ჰქონდათ კონსულტაცია და გერმანიის საგარეო საქართველოს „დაჰპირდა, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ჰქონდა ადგილი.“

„როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბრუნებდა ელჩ ფიშერს, მათ წინასწარი კონსულტაცია ჰქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განუცხადეს და დაჰპირდნენ, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ჰქონდა ადგილი. არ გავიდა რამდენიმე დღე და ელჩს ვხედავთ ექსტრემისტებთან ერთად და სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიისა და პატრიარქის მლანძღველს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განმარტება - ეს არის მისი დავალება, რომ გერმანიის ელჩმა სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს ეკლესიის მლანძღველებს, მხარდაჭერა ექსტრემიზმებს თუ ეს კვლავ მისი შემოქმედებაა?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები