ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს - რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა - ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით

ეს იყო ბოროტული თავდასხმა, რუსებმა გამოიყენეს დაახლოებით 430 დრონი და 18 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და აერობალისტური რაკეტები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით წერს.

მისი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულია ათობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალი.

„ეს იყო მიზანმიმართულად გათვლილი თავდასხმა, რომლის მიზანი ადამიანებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება იყო. მხოლოდ კიევში ათობით საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, - წერს ზელენსკი.

მისი განცხადებით, „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს შენობას მოხვდა.

„აზერბაიჯანის საელჩოს „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა. თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი იყო. დარტყმები ასევე განხორციელდა კიევის, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა დღეს დილით სუმის ოლქში „ცირკონის“ ტიპის რაკეტა გამოიყენეს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მსოფლიომ სანქციებით უნდა შეაჩეროს ეს თავდასხმები.

„უკრაინა ამ დარტყმებს შორი დისტანციის ძალით პასუხობს და მსოფლიომ სანქციებით უნდა შეაჩეროს ეს თავდასხმები სიცოცხლეზე. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ნავთობის გაყიდვა და თავისი სქემების მშენებლობა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. პარტნიორებთან ერთად დიდი სამუშაო მიმდინარეობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება გაძლიერება დამატებითი სისტემებითა და ჩამჭრელი რაკეტები. ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება. რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში