შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 20 ივნისის აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით - იმედი ნაკლებია, რომ გერმანიაში კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას, ვნახოთ

რა თქმა უნდა, იმედი ნაკლებია, რომ [გერმანიაში] კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა ვნახოთ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „გიორგი გახარიამ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით“.

„გუშინ შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, დანარჩენი პროკურატურის პროცედურებია. იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, იმ პირობებში, როცა დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული ადამიანი, თავისუფლად გადაადგილდებოდა, მათ შორის, გერმანიაში, რა თქმა უნდა, იმედი ნაკლებია, რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა ვნახოთ.

რაც შეეხება საქმეებს, დიდი ხანია მიდიოდა გამოძიება ორივე საკითხზე. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წარედგინა გახარიასთვის. ბრალი წარდგენილია. ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტი და სასამართლო იმსჯელებს რამდენად დასტურდება მისი ბრალი. სტრასბურგის სასამართლომ დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა ხელახალი გამოძიება საქართველოს. გიორგი გახარიამ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმ აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც არანაირად არ აუქმებს იმას, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი შტურმი. ამასთან, იქვე, იმავე განაჩენში აღიარა ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ და თქვა,რომ ეს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. იცით, რომ ამ საკითხზე სხვა ბრალდებულებიც არიან შტურმის გამო. მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა ამაზე. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ყველაფერს სასამართლო დაადგენს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ორი მიმართულებით დაიწყო. გუშინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს