მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში ანტიდემპინგური პრაქტიკის შესახებ სექტორული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში ანტიდემპინგური პრაქტიკის შესახებ სექტორული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზენტაცია, სახელწოდებით - „ანტიდემპინგური პრაქტიკა საქართველოში: არსებული გამოცდილება და სექტორული მოწყვლადობის შეფასება“ კონფერენციის მონაწილეებს GCCA-ის ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსმა, ელენე ცხომელიძემ წარუდგინა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ გახსნა.

„პრეზენტაციაზე განიხილეს სააგენტოს საქმიანობა ანტიდემპინგური პოლიტიკის მიმართულებით და „საქართველოში შესაძლო დემპინგური იმპორტისა და ზიანის მიმართ მოწყვლადი სექტორების შეფასების“ კვლევის შედეგები, რომლის მიზანიც იყო ანტიდემპინგური პოლიტიკის აღსრულების პროცესში აქტუალური სექტორების იდენტიფიცირება და მათი შეფასება GCCA-ის საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობისათვის.

პრეზენტაციის პირველი ნაწილი კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგიის განხილვას დაეთმო, რომელიც სამ განზომილებას მოიცავდა - საერთაშორისო პრაქტიკის, ადგილობრივი ინდუსტრიის ტენდენციებისა და იმპორტის ტენდენციების ანალიზს. ელენე ცხომელიძემ დამსწრე საზოგადოებას კვლევის ფარგლებში შესაფასებელი 10 სექტორის განსაზღვრის საფუძვლები წარუდგინა.

პრეზენტაციის მეორე ნაწილში კი განხილული იყო კვლევის ძირითადი მიგნებები, რომელიც მიმართულია მსოფლიოში გამოყენებული ანტიდემპინგური ღონისძიების განხილვაზე, აქტუალურ სექტორებში ადგილობრივი ინდუსტრიის მნიშვნელობისა და განვითარების მაჩვენებლების ანალიზსა და ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნების მიხედვით იმპორტის დინამიკის შეფასებაზე.

პირველ ეტაპზე, სააგენტომ ათი ინდუსტრია გამოიკვლია - შინაური ფრინველის გადამუშავება, კარტოფილის გადამუშავება, ხის მასალებისაგან პროდუქციის წარმოება, იზოტოპების წარმოება, პლასტმასის ფილების, ფურცლების, მილებისა და პროფილების წარმოება, ფურცლოვანი მინის დამუშავება, კერამიკული საფარების წარმოება, ფოლადის წარმოება, ლითონის სხვა მზა პროდუქტების წარმოება და ავეჯის წარმოება. აღნიშნული ინდუსტრიები, მრავალფაქტორიანი მოწყვლადობის ანალიზის საფუძველზე, შეფასდა და გადანაწილდა შესაძლო დემპინგური იმპორტისა და ზიანის მიმართ მაღალი, საშუალოზე მაღალი, საშუალო და დაბალი მოწყვლადობის კატეგორიებში.

შეფასების შედეგებით, მაღალი და საშუალოზე მაღალი მოწყვლადობის კატეგორიებში ფოლადის წარმოება, პლასტმასის ფილების, ფურცლების, მილებისა და პროფილების წარმოება, ასევე ხის მასალებისაგან პროდუქციის წარმოება მოხვდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო