ვილი სანიოლი - გარკვეული ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო, მიწაზე დაშვებას გარკვეული დრო დასჭირდა -  ახლა ამას ვცდილობთ, გუნდი ისეთივე მონდომებული და ემოციური იყოს, როგორც ევრომდე

ბოლო წლის შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა - გარკვეული ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო, მიწაზე დაშვებას გარკვეული დრო დასჭირდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვილი სანიოლის თქმით, გუნდში უკეთესი განწყობაა, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში იყო და მომდევნო ორი მატჩის შემდეგ „უფრო მეტად ვიქნებით მზად ახალი გამოწვევებისთვის“.

„გუნდთან ბევრი ვისაუბრე, ხაზი გავუსვი, რომ ბოლო წლის შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გამოვასწოროთ. ბიჭების გამოხმაურება ადეკვატური იყო.

ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია და მასთან გამარჯვების დაგეგმვა რთულია. ესპანეთში ცოტა გავუშვით, მაგრამ არ მომეწონა, რომ განწყობა არ გვქონდა. ახლა შიშის გარეშე და გუნდურად უნდა ვითამაშოთ. გულშემატკივრებმა უნდა დაინახონ, რომ გუნდი უფრო ამბიციური და ემოციურია. გარკვეული ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. მიწაზე დაშვებას გარკვეული დრო დასჭირდა. ბევრისთვის ევროპის ჩემპიონატი კარიერის მწვერვალი იყო, ამის შემდეგ კი ემოცია და ამბიცია დაიკარგა. ახლა ამას ვცდილობთ, გუნდი ისეთივე მონდომებული და ემოციური იყოს, როგორც ევრომდე. ისიცაა, ჩვენ პატარა გუნდი ვართ და 2-3 ფეხბურთელის ჩანაცვლება გვიჭირს. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და ყველაფერი 2-3 ფეხბურთელზე დამოკიდებული არ იყოს. ამ მატჩების შემდეგ უფრო მეტად ვიქნებით მზად ახალი გამოწვევებისთვის.

გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს, არსებობს როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები. ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა სჭირდება, რაც ბოლო წლებში ქართველ გულშემატკივრებს აშკარად ჰქონდათ",-განაცხადა ვილი სანიოლმა.

აღნიშნულ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, 15 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის