დონალდ ტრამპის განცხადებით, BBC-ის უჩივლებს და კომპენსაციის სახით 5 მილიარდ დოლარამდე თანხას მოითხოვს

დონალდ ტრამპის განცხადებით, BBC-ის უჩივლებს და კომპენსაციის სახით 5 მილიარდ დოლარამდე თანხას მოითხოვს.

„ჩვენ მათ ვუჩივლებთ და 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციას მოვითხოვთ. სავარაუდოდ, ამას მომავალ კვირაში გავაკეთებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვალდებულია, რომ BBC-ის უჩივლოს, რადგან „მათ ტყუილი აღიარეს“.

„მათ ჩემი სიტყვები შეცვალეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა Panorama-მ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის რედაქტირებით მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.

გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს პროგრამამ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა BBC-ის აცნობეს, რომ 1 მილიარდი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნით უჩივლებდენ, თუ კორპორაცია ბოდიშს არ მოიხდიდა და კომპენსაციას არ გადაიხდიდა.

BBC-მ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა, თუმცა კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით მოთხოვნა უარყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე