The Guardian - ჩინეთი თავის მოქალაქეებს იაპონიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

ჩინეთი თავის მოქალაქეებს იაპონიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ბოლო დროს იაპონიის ლიდერებმა ტაივანის შესახებ პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს, რამაც ხალხთა შორის ურთიერთობის ატმოსფერო სერიოზულად დააზიანა. სიტუაცია იაპონიაში ჩინეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩინეთის საელჩო მოუწოდებს ჩინეთის მოქალაქეებს, რომ უახლოეს მომავალში იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ“, - აცხადებს იაპონიაში ჩინეთის საელჩო.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ ტოკიოში ჩინეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, „პეკინს შეტყობინება გაუგზავნეს და შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვეს“.

შეგახსენებთ, იაპონიასა და ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტაივანზე თავდასხმამ, შეიძლება იაპონიის შეიარაღებული ძალების კუნძულზე განთავსება გამოიწვიოს.

მოგვიანებით, იაპონიის პრემიერის განცხადებას ოსაკაში ჩინეთის გენერალური კონსული გამოეხმაურა.

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყოყმანის გარეშე მოვკვეთოთ ის ბინძური კისერი, რომელიც ჩვენკენ მომართეს. მზად ხართ?“ - დაწერა ჩინეთის გენერალურმა კონსულმა, სიუე ჯიანმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.

სიუეს პოსტის გამო იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის ელჩი დაიბარეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს