დონალდ ტრამპი - ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ

ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ბირთვული ქობინების აფეთქებას, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.

„არ მსურს ამის შესახებ გითხრათ. მაგრამ, ჩვენ ბირთვულ იარაღს ისე გამოვცდით, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. ჩვენ სხვა ქვეყნებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს და ისინი უნდა გამოვცადოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე დღეში აშშ-ში ბირთვული არსენალის შენახვაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა ისინი დაარწმუნონ, რომ ბირთვული იარაღის გამოცდა არ განაახლონ

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის