აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ზანდუკელის ქუჩაზე, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმთან გადაინაცვლეს - პოლიციამ ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაკეტა, რასაც ხმაური მოჰყვა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან რუსთაველის მეტროს მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ისინი ზანდუკელის ქუჩაზე, მერაბ კოსტავას სახლთან მივიდნენ. ამასთან, პოლიციამ ზანდუკელის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაკეტა და მოქალაქეებს გზის ამ მიმართულებით გაგრძელების უფლებას არ აძლევს, რასაც ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, სირცხვილია, რომ სამართალდამცველები კეტავენ ტერიტორიას, რომელიც “საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა”.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს