ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბელგია უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ თავდასხმების ტალღას, ეს ომის დანაშაულებია - გავზრდით ზეწოლას რუსეთზე

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაქსიმ პრევო რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ მასობრივი დარტყმების ტალღას გმობს და ომის დანაშაულად აფასებს.

„ბელგია უმკაცრესად გმობს ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ მასობრივ თავდასხმების ტალღას. ამ დაბომბვების მიზანმიმართული სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა, საცხოვრებელი უბნები, საავადმყოფოები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და აუცილებელი სერვისებია. მათ დახოცეს და დაჭრეს უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები, და მთელი თემები შიშსა და სიბნელეში დატოვეს. მოდით, ძალიან ნათლად ვთქვათ: ეს არის ომის დანაშაულები. ისინი უკრაინელი ხალხის მორალურად შესუსტების სისტემატური სტრატეგიის ნაწილია. და მაინც, ამ სისასტიკის მიუხედავად, უკრაინელები განსაკუთრებული გამბედაობით აგრძელებენ დგომას. ტერორის წინაშე მათი მდგრადობა ჩვენს ღრმა პატივისცემასა და სოლიდარობას იწვევს“, - წერს მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ამასთან, მისი თქმით, ბელგია შეშფოთებულია კიევში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული დარტყმით. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ დიპლომატიური მისიის დაბომბვა არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ პირდაპირი თავდასხმაა იმ პრინციპებზე, რომლებიც საერთაშორისო სისტემას აერთიანებს.

ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აზერბაიჯანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

„თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ თქვენს გვერდით ვრჩებით. ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ მხარდაჭერას და გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, სანამ ეს უკანონო და ამორალური ომი არ დასრულდება“, - წერს მაქსიმ პრევო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში