აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის საკონსულტაციო შეხვედრების ფორმატის სრულუფლებიანი მონაწილე გახდა

აზერბაიჯანს ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოების მეთაურების საკონსულტაციო შეხვედრების სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურების მე-7 საკონსულტაციო შეხვედრაზე მიიღეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების თანამშრომლობის ფორმატში აზერბაიჯანის მიღება ხელს შეუწყობს თანამშრომლობისა და ურთიერთობების განმტკიცებას უზარმაზარ გეოგრაფიულ არეალში.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს პატივცემულ კოლეგებს აზერბაიჯანის ცენტრალური აზიის სახელმწიფოების თანამშრომლობის ფორმატში გაწევრიანების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ურთიერთობების მეგობრულ და ძმურ ხასიათს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების განმტკიცებას უზარმაზარ გეოგრაფიულ არეალში“, - განაცხადა ალიევმა ტაშკენტში, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურების მე-7 საკონსულტაციო შეხვედრაზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს