ვიქტორ ორბანი - უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს ბლოკს, რადგან დასავლური ქრისტიანული კულტურის ნაწილია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი ქვეყანა ევროკავშირს არასდროს დატოვებს, თუმცა ბლოკს­

სასწრაფო რეფორმირება სჭირდება.

„უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს მას, რადგან ეს დასავლური ქრისტიანული კულტურის ნაწილია“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი მტკიცებით, უნგრეთის მომავალ არჩევნებში ცენტრალური საკითხი ეროვნული სუვერენიტეტი იქნება. ორბანმა ბრიუსელი უნგრეთის მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების დაფინანსებასა და უნგრეთის შიდა საქმეების მანიპულირებისთვის ეკონომიკურ ზეწოლის გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ისინი გვაშანტაჟებენ. ცდილობენ ჩვენს ეკონომიკურად და ფინანსურად დახრჩობას. ამიტომ, ფინანსური ფარი მჭირდება ევროკავშირის გამო და ბრიუსელის წინააღმდეგ“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა.

უკრაინაში ომის საკითხზე საუბრისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარება ახლოს არის, თუმცა ის ერთიან ტრანსატლანტიკურ პოზიციაზეა დამოკიდებული.

„ამერიკის პრეზიდენტი მშვიდობის მომხრეა. ევროპელები - არა. ის, რასაც ისინი ამბობენ, ძირითადად იმას ნიშნავს, რომ მათ ომის გაგრძელება სურთ“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია მშვიდობით.

ორბანის მტკიცებით, უნგრეთი ევროკავშირში დარჩება დაძაბულობის მიუხედავად.

„არაფერს ვბლოკავ ევროკავშირთან. უბრალოდ მინდა გარკვეული საკითხების გარკვევა. პირველ რიგში, სად არის ჩვენი ფული?“ - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ უნგრეთისთვის ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერება შეუძლებელია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში