მარკო რუბიო - აშშ ვენესუელურ Cartel de los Soles-ს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვენესუელურ ორგანიზაციას, Cartel de los Soles-ს, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

“სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. არალეგიტიმური პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით, ჯგუფმა ვენესუელაში სამთავრობო ინსტიტუტების კორუმპირება მოახდინა და პასუხისმგებელია სხვა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მიერ და მათთან ერთად ჩადენულ ტერორისტულ ძალადობაზე, ასევე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ Cartel de los Soles ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს, რასაც ვენესუელის ლიდერი უარყოფს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია