მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს

17-18 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიდეონ საართან, ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოხანასთან, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, იტამარ ბენ-გვირისთან და სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრთან, ავი დიხტერთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვევა და იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილე III-ს შეხვდება. მაკა ბოჭორიშვილი იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს "იად ვაშემი" გვირგვინით შეამკობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე