კახა კალაძე - ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან Eagle Hills-ის პროექტს - ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა და ქართული კომპანიების გაძლიერება

ოპონენტები არაბულ ინვესტიციას იმიტომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში, რომ პროექტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა მოაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში მსგავსი მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა.

„აღნიშნულთან პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განმარტება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი განხორციელება. არ ვიცი, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამ ტიპის ინვესტიციებს შეეწინააღმდეგო. მის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ პლუსები და პოზიტივი აქვს. ეს არის უპრეცედენტო პროექტი. საქართველოში ამ მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და არც მანამდე მახსოვს, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია შემოსულიყო ქვეყანაში. ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს - იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ქართული კომპანიების გაძლიერება და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ პლუსები აქვს აღნიშნულ ინვესტიციას საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა