„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ - BARTA-ს კონკურსი დაიწყო

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ - BARTA-ს კონკურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დასრულდება.

„აღსანიშნავია, რომ წელსაც BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. 2026 წლის თებერვალში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 10 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. მათ შორის, წელსაც, გასული წლის მსგავსად, BARTA გამოავლენს „საუკეთესო დებიუტანტ კომპანიას“. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს დამწყებ კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მათი სოციალური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს და წაახალისოს კომპანიები, რათა მათ დაამკვიდრონ და დანერგონ თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების კორპორაციული მმართველობა.

„საქართველოს ბიზნესასოციაციაში მიგვაჩნია, რომ ჩვენი სოციალური ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ კომპანიები, რომ მათ დაამკვიდრონ და დანერგონ თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების კორპორაციული მმართველობა. ამ კორპორაციული მმართველობის ნაწილია სწორედ იმ ანგარიშების წარდგენა, რომელიც ქვეყნდება და საჯაროა. ეს პრაქტიკულად ნიშნავს უმაღლესს სტანდარტებს, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას, ღიაობას. კონკურსი თავის მხრივ, მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას, რადგან საუკეთესოდ დასახელების შემთხვევაში ნიშნავს, რომ ხარ გამჭვირვალე, თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანია, რაც გარკვეულწილად ქმნის კონკურენტულ უპირატესობას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგების რეფორმის ინიციატივა წამოაყენა. BARTA-2025 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონული პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის