შალვა პაპუაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილება პიროვნებებს არ უკავშირდება - ეს არის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების ნაბიჯი!

ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილება პიროვნებებს არ უკავშირდება - ეს არის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების ნაბიჯი! სისტემიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებების მიღება გარედან იყო თავსმოხვეული, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ თავის დროზე ცალკე ინსტიტუტების შექმნა უცხოური ორგანიზაციების დაჟინებული რჩევა, მოთხოვნა და ზეწოლის შედეგი იყო.

“ეს იმ სამწუხარო პრაქტიკის ნაწილი იყო, რომელიც საქართველომ გამოიარა, როცა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობას გარედან გვკარნახობდნენ. დღეს ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებით დაკავებულია მთავრობა და ამაში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა და აუდიტის სამსახური“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი