გია ვოლსკი - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნას - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნას - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია გაუქმდეს.

მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი.

„სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნას. რასაკვირველია, მე ძვირს ვერ ვიტყვი ვერცერთზე, ვინც იქ მუშაობდა, განსაკუთრებით თამაზ ბესტაევზე - კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები არიან, თავისი ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურაა თვითონ ანტიკონსტიტუციური. ამ თემაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა. რეალურად, ის რომ ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ, სავალდებულოა. სავალდებულოა, ვინაიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს, მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის გაწერილი. მადლობა ყველას, ვინც იქ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მათ ინტელექტუალურ რესურსს მომავალშიც გამოიყენებს, მაგრამ ვალდებულება, რომ კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში