გიგა ლემონჯავა - არჩევნები არის უკანასკნელი მექანიზმი, რითაც ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ - ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს

არჩევნები არის უკანასკნელი მექანიზმი, რითაც ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ. ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.

გიგა ლემონჯავას თქმით, „ამ ყველაფერს რაც შეიძლება ხისტი წინააღმდეგობა უნდა დავუპირისპიროთ“, ამიტომ ის მოქალაქეებს 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან შეკრებისა და პარლამენტამდე მსვლელობისკენ მოუწოდებს.

„ქვეყანაში, საიდანაც ადამიანები გარბიან და ემიგრაციიდან არჩენენ თავიანთ ოჯახებს, ქვეყანაში, სადაც ივანიშვილმა უპერსპექტივობისა და სიღარიბის გარემო შექმნა, რის გამოც ადამიანებს ქვეყნის დატოვება უწევთ და მილიონზე მეტი ემიგრანტი ჰყავს ქვეყანას, კრძალავენ ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლებას. ეს არ არის მხოლოდ ემიგრანტებზე და მათ სამოქალაქო უფლებებზე თავდასხმა, ან პოლიტიკურ პარტიებზე, არამედ ეს არის არჩევნების როგორც დემოკრატიული ინსტიტუციის გაუქმების მცდელობა. ეს არის დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა საქართველოში.

რატომ აუქმებენ საარჩევნო ხმებს ემიგრანტებისთვის? იმისათვის, რომ ემიგრაციაში „ქართული ოცნება“ საარჩევნო ხმებს ვერ აკონტროლებს, მაგალითად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „კოალიცია ცვლილებისთვის“ 11 ათასზე მეტი ხმა მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი 4000-ზე ოდნავ მეტი. ივანიშვილი ემიგრანტებში ვერ აკონტროლებს ხმებს სუს-ის, დაშინების, მოსყიდვის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეშვეობით. ამიტომ გადაწყვიტა, რომ შური იძიოს ემიგრანტებზე და წაართვას საარჩევნო ხმის უფლება, გააუქმოს არჩევნები და დემოკრატია.

არჩევნები არის უკანასკნელი მექანიზმი, რითაც ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ. ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს. ჩვენი, პროდასავლური კოალიციებისა და პარტიების ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ხისტი წინააღმდეგობა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს. არ ვაღიაროთ და არ ვითანამშრომლოთ რეჟიმთან, მოვითხოვოთ მეტი საერთაშორისო წნეხი და სანქცია რეჟიმის წარმომადგენლებისთვის და რაც მთავარია, არ შეჩერდეს ქუჩის პროტესტი. პროტესტი უნდა გახდეს უფრო მასშტაბური, მწვავე და მრავალფეროვანი. ამიტომ მოგიწოდებთ 28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე შევიკრიბოთ თსუ-სთან, საიდანაც მასშტაბური, დიდი მსვლელობა იქნება პარლამენტის შენობის მიმართულებით და ვაჩვენოთ ოლიგარქ ივანიშვილის, ერთმანეთსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ივანიშვილის ამგვარ თავხედობებს კი არ შევეგუებით, არამედ დავუპირისპირებთ სიხისტეს, ერთიანობასა და გამბედაობას“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს