დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი - საქართველო დღითიდღე უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს

გაფართოება არის დანიის თავმჯდომარეობის სტრატეგიული პრიორიტეტი და ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე გარკვევით ვაცხადებთ. ახლა გაფართოების ახალი იმპულსი არსებობს, რადგან ეს ყველაფერი ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ეხება, - ამის შესახებ დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ გაფართოების კუთხით და მივცეთ კანდიდატ ქვეყნებს, პირველ რიგში უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა. დღეს ვხსნით ბოლო კლასტერს ალბანეთთან. ყველა კლასტერი გახსნილია და ძალიან მოხარული ვართ ამის გამო. ვისწრაფვით მოლდოვასა და უკრაინასთან წინსვლისთვის და რეალურად მივდივართ კიდეც წინ ტექნიკურ დონეზე. ახლა, სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე უფრო და უფრო შორდებიან ევროკავშირს“, - აღნიშნა დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს