გიორგი შარაშიძე „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის გაუქმებაზე - შემთხვევით, ეს „ბოდიშის“ ან ჩორჩანას საქმის გაგრძელება ხომ არაა? - იმედია, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ კი არ დააყენებს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა „ოცნების“ პირობებში ყველაფერია მოსალოდნელი

შემთხვევით ეს იმ ცნობილი „ბოდიშის“ ან ჩორჩანას საქმის გაგრძელება ხომ არ არის? - იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება, ეჭვების, რისკებისა და კითხვის ნიშნების ქვეშ კი არ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ პირიქით, თუმცა „ოცნების“ პირობებში ყველაფერი მოსალოდნელია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია გაუქმდეს.

შარაშიძის განმარტებით, აზრი აქვს ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას ემსახურება, მაგრამ არ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს სახელმწიფოებრივად უდგება.

„შემთხვევით ეს იმ ცნობილი „ბოდიშის“ ან ჩორჩანას საქმის გაგრძელება ხომ არ არის? ჩორჩანას საქმის, რაზეც წულუკიანის ანტიკონსტიტუციურმა კომისიამ, ფაქტობრივად, სამართლებრივი საფუძველი გაუჩინა ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე გარკვეული პრეტენზიები გამოეთქვათ. ვნახოთ, დიდი იმედი გვაქვს, ეს ასე არ იქნება. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება, ეჭვების, რისკებისა და კითხვის ნიშნების ქვეშ კი არ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ პირიქით, თუმცა „ოცნების“ პირობებში ყველაფერი მოსალოდნელია.

აზრი აქვს ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას ემსახურება, მაგრამ როცა „ოცნების“ პირობებში ვხედავთ ოკუპანტებისთვის მოხდილ ბოდიშს, ჩორჩანაში ქართული მიწების დაცვის გამო ყოფილი პრემიერის 13-წლიანი მუხლის აღძვრას ზუსტად იგივე ბრალდებით, რა ბრალდებაც ცხინვალის დე ფაქტო, მარიონეტული რეჟიმის ე.წ პროკურატურას აქვს - ამ პირობებში, არ გვაქვს იმისი იმედი, რომ „ოცნება“ რაიმეს სახელმწიფოებრივად უდგება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, ინიციატივა, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის და თავად ადმინისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.ადმინისტრაციის ლიკვიდაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდება.უმრავლესობის გადაწყვეტილებით, უქმდება ორი კანონი: - “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი