სალომე ზურაბიშვილი - ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე დანაშაულებრივი

დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი ესოდენ სიამაყით აცხადებს, რომლითაც ჩვენ ემიგრანტებს ვართმევთ საარჩევნო უფლებას, კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს.

ზურაბიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში მას არ აინტერესებს, ვის დაუჭერენ ემიგრანტები მხარს, რადგან, მისივე განმარტებით, აქ საუბარია მათ უფლებაზე, იყვნენ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები.

„ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე დანაშაულებრივი.

დღევანდელი ჩემი გამოსვლა მინდა მივუძღვნა იმ საკითხს, რომელიც ყველას გვეხება. ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, რომელიც ცხოვრობს ემიგრაციაში. საქართველოდან წასული არის მილიონზე მეტი ადამიანი და დღეს უკვე ალბათ მილიონ ნახევარზე ავიდა ეს რიცხვი. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ნაწილი, არიან ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ამ ქვეყნის ყველა მხრივ. ყველამ ვიცით, თუ რამდენი ხორციელდება ფულის გადმორიცხვები, რომელიც ავსებს ბიუჯეტს, რომელსაც, როგორც ჩანს, დღეს ძალიან უჭირს. ჩვენი საზოგადოების ეს ნაწილი სწორედ იმიტომ არის წასული ქვეყნიდან, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მისთვის ვერც იმ პოლიტიკური პირობების შექმნა, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა ან მათ არ მისცემდა იმის სურვილს, რომ წასულიყვნენ, ამიტომ არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ მათ კავშირები ქვეყანასთან, რადგანაც მეტი ძალა პატარა ქვეყნებს, როგორიც არის ჩვენი, არ გააჩნიათ, თუ არა დიასპორა.

ჩვენთან არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ (ემიგრანტებს) ხელი შევუწყოთ, რომ მათ შევუქმნათ ახალი პირობები, რათა ქვეყანაში დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ და პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იგრძნონ, დიდი განხეთქილებაა მათთა და ჩვენს შორის.

მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათ მიმართ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ კანონის სათავეში, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გააჩინა საშუალება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა მიეღოთ და შეენარჩუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც ასევე პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ, რაც ვიყავი ამ კანონის სათავეში და მას შემდეგ, რაც მქონდა პრეზიდენტის მანდატი ექვსი წელი, არ გამიჩერებია ბრძოლა იუსტიციის სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებასთან იმისთვის, რომ გამარტივებული ყოფილიყო ორმაგი მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ეს გაგვემარტივებინა, ამ ყველაფრით ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ, რომ მოდით, იყავით ჩვენი ნაწილი, ვეუბნებით, რომ არა, თქვენ იქ იყავით, ოღონდ ფული გამოაგზავნეთ საქართველოში - ეს არის დამოკიდებულება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეხუთე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს არის კონსტიტუციით მოცემული ვალდებულება და როგორ იქცევა ეს რეჟიმი, თითქოს არ უნდოდეს, რომ საქართველო იყოს უფრო ძლიერი. ის დიასპორა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია, ეს არის რეალურად ჩვენი ნამდვილი წარმომადგენელი და არა ის ელჩები, რომლებიც მონად არიან ქცეული. ესენი არიან, ვინც დღეს აცოცხლებენ საქართველოს კულტურას გარეთ, საქართველოს ეკონომიკას, რეალური ინვესტიცია, თუ რამე შემოდის და არა მოჩვენებითი, ესეც არის მათი დამსახურება.

ამიტომ, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი ესოდენ სიამაყით აცხადებს, რომლითაც ჩვენ მათ ვართმევთ საარჩევნო უფლებას, კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელია.

ამ შემთხვევაში მე არავის ვიცავ, სულ არ მაინტერესებს ის მილიონ ნახევარი ადამიანი ვის მხარეს არის, არც ის მაინტერესებს, არჩევნებში ვის მისცემდნენ ხმას, აქ ლაპარაკი არის მათ უფლებაზე, რომ იყვნენ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა გქონდეს, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

ის, რაც ბოლო არჩევნებზე გაკეთდა, ის დისკრიმინაცია, რომელზეც დღეს ალბათ სტრასბურგის სასამართლო ბჭობს და საჭიროა, რომ უფრო სწრაფად იმსჯელოს ამ საკითხზე, არის სრული დარღვევა ყველა კონსტიტუციური პრინციპების. ჩვენი კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი არის ფეხქვეშ გათელილი. ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ დღეს მე გული მტკივა იმ ქართველების გამო, რომლებიც ამ ქვეყნისთვის იღვწიან იქ, სადაც არიან, რომლებსაც აქვთ ერთი სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდნენ სრულყოფილად და დღეს ეს რეჟიმი მათ ეუბნება, თქვენ არ ხართ ჩვენი შვილებიო”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე