მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. მომიტინგეების მარშმა თბილისის რამდენიმე უბანი საპროტესტო მსვლელობითა და შეძახილებით შემოიარა. პროტესტის აღნიშნულ ფორმას აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სამართალდამცველები პარლამენტთან გზის გადაკეტვის საშუალებას აღარ აძლევენ.

„ბოლომდე, ბოლომდე"; „ძირს რუსული რეჟიმი", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები მსვლელობისას.

მომიტინგეთა ნაწილი კი პარლამენტთან დარჩა და საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გააგრძელა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა