თურქეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე - წინასწარი დასკვნების თანახმად, თუმცა ეს საბოლოო არ არის, თავდაპირველად კუდი ტყდება, შემდეგ ის სამ ნაწილად იშლება

საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთის“ ანალიზსა და პირველადი დასკვნების გამოტანას, სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იასარ გიულერმა განაცხადა.

იასარ გიულერის ცნობით, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის „შავ ყუთს“ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმო ამოწმებს.

„წინასწარი დასკვნების თანახმად, თუმცა ეს საბოლოო არ არის, თავდაპირველად კუდი ტყდება. შემდეგ ის სამ ნაწილად იშლება. ეს „შავ ყუთში“ [შემოწმების შედეგად] იქნება ნაპოვნი“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოცივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა