დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთს F-35-ებს მივყიდით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში წარმოებული F-35 გამანადგურებლების საუდის არაბეთისთვის მიყიდვის დამტკიცებას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ვიტყვი, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. F-35-ებს გავყიდით“, -განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა აშშ-სგან F-35 ტიპის 48-მდე გამანადგურებლის შეძენა ითხოვა, რაც პოტენციურად მრავალმილიარდიანი გარიგებაა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან, რომელსაც ხვალ უმასპინძლებს, მოიერიშე თვითმფრინავებზე საუბარს გეგმავს, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა