Reuters - დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარს დაუჭერს, თუ მათ დაწესებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება

დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარს დაუჭერს, თუ მათ დაწესებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თეთრი სახლისთვის და პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სანქციების პაკეტში გამონაკლისი იყოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პრეზიდენტს სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება. ვფიქრობ, თუ ეს გათვალისწინებული იქნება, მაშინ პრეზიდენტი კანონპროექტზე ხელმოწერას განიხილავს“, - განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა.

ასევე, ოფიციალური პირის ცნობით, თეთრი სახლი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებებზე მუშაობას აგრძელებს.

„რა თქმა უნდა, მუშაობას ვაგრძელებთ. ეს ახალი ამბების ყურადღების ცენტრში არ ყოფილა, რადგან ძალიან ბევრი რამ ხდება“, - აღნიშნა გამოცემის წყარომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო