საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს - „საქართველოს ბანკი“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შესარჩევ ციკლს საქართველო ბულგარეთთან გასვლითი შეხვედრით დაასრულებს. მატჩი სოფიაში, 18 ნოემბერს, 23:45-ზე გაიმართება. ბულგარეთი ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია და ცხადია, ამ ეტაპის დასრულებას დადებითი განწყობით ველოდებით.

ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ვილი სანიოლი ნაკრებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, ნოემბრის მატჩები შემდეგი შესარჩევი ციკლის სამზადისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში 15 ქულით ესპანეთი ლიდერობს. თურქეთი 12 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო ვილი სანიოლის გუნდი ამ ეტაპზე 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ბოლო ადგილს ბულგარეთი იკავებს, რომელსაც ქულა კვლავ არ მოუპოვებია.

„უზომოდ მოტივირებული ჩანს ჩინებულ ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ოქტომბრის თამაშებს, ასევე ტრავმის გამო, 100%-იანი მზადყოფნით ვერ შეხვდა. ხვიჩას თქმით, ამჟამად იგი გაცილებით კარგ ფორმაში იმყოფება და გულშემატკივართან მიმართებაში მთელი ნაკრები უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. “მომავალი წლისთვის მზადებას ახლა ვიწყებთ”, - აღნიშნა პარი სენ-ჟერმენის შემტევმა.

“ყველაზე მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს - სამომავლოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როცა ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, დაცვაში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო”,- მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

(R)

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა