ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი - საქართველოში ჩასვლა დაკავშირებულია ხარჯებთან, საბუთების არარსებობასთან და სხვა სირთულეებთან, რაც ბევრისთვის მიუღწეველია - ვუერთდები მოთხოვნას, შენარჩუნდეს ხმის მიცემის არსებული წესი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი ხელისუფლებას მოუწოდებს ემიგრანტების ხმის არმიცემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება არ იქნას მიღებული.

როგორც მეუფე საბა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს, ეს ცვლილება ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის წარმოადგენს თავიანთი საკანონმდებლო და მოქალაქეობრივი უფლების ფაქტობრივ შეზღუდვას.

„უკანასკნელ დღეებში გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, მძიმე და მტკივნეული რეალობა შეუქმნა ათასობით ქართველ ემიგრანტს. მე, როგორც მღვდელმთავარი, უკვე მრავალი წელია ვემსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ამ გამოცდილებამ მაჩვენა ემიგრანტების ყოველდღიური ბრძოლა, ოჯახების მიმართ განცდილი მონატრება და ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ერთგული სურვილი, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, სამშობლოს მოქალაქეობრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე არ თქვან უარი და არჩევანის უფლება სრულფასოვნად გამოიყენონ. სწორედ ამიტომ მქონდა მოლოდინი და იმედი, რომ შეიქმნებოდა მეტი შესაძლებლობა, გაიხსნებოდა დამატებითი უბნები და გამარტივდებოდა პროცედურები, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს რეალურად მიეცემოდათ ხმის უფლება. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ვითარება, რომელმაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი გახდა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩასვლა, რაც დაკავშირებულია საგრძნობ ხარჯებთან, საბუთების არარსებობასთან, ვიზების მოლოდინთან და სხვა სირთულეებთან, ბევრისთვის მიუღწეველი მოთხოვნა და სურვილია. ეს კი ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის წარმოადგენს თავიანთი საკანონმდებლო და მოქალაქეობრივი უფლების ფაქტობრივ შეზღუდვას. აქვე, დავძენ, რომ ეს სიტყვები პოლიტიკური დაპირისპირებისთვის არ დამიწერია, არამედ ეს არის სულიერი მამის შინაგანი ხმა მათთვის, ვინც ყოველდღე შრომობს აქ ამ უცხო მიწაზე, ვინც სამშობლოს სიყვარულს ატარებს გულში და ვისაც ქვეყნის მომავალში მონაწილეობა გულანთებულს უნდა და სწყურია, ამრიგად, გულდაწყვეტით ვუერთდები ჩემი სულიერი შვილების კანონიერ მოთხოვნას, რომ არ იქნას მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილება და შენარჩუნდეს ხმის მიცემის დღემდე არსებული წესი. ლოცვა-კურთხევით და კეთილი სურვილებით“,-წერს მეუფე საბა წერილში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე