ადვოკატი - ჩვენ განვიხილავთ ირაკლი დგებუაძის შელახული ღირსების საქმეს, რომელსაც საერთო არ აქვს სისხლის სამართალთან - საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდნენ? - ამიტომ შეიქმნა ეს საქმე, რომელსაც მზიას ერთი წელი და თვალის ჩინი შეეწირა

სინამდვილეში ჩვენ განვიხილავთ პოლიციისა და ირაკლი დგებუაძის შელახული ღირსების საქმეს და ამას არაფერი საქმე არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან-სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს საქმე, რომელსაც მზიას ერთი წელი და თვალის ჩინი [მხედველობა] უკვე შეეწირა,- ამის შესახებ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელს არ გააჩნდა და არ გააჩნია ძალაუფლება.

„სინამდვილეში ჩვენ განვიხილავთ პოლიციისა და ირაკლი დგებუაძის შელახულ ღირსების საქმეს და ამას არაფერი საქმე არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან...

სინამდვილეში ამ შეურაცხყოფის უკან გვაქვს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გათეთრებასთან საქმე - აბა, საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდნენ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს საქმე, რომელსაც მზიას ერთი წელი და თვალის ჩინი [მხედველობა] უკვე შეეწირა.

მე წარმოვადგენ მზია ამაღლობელს, რომელსაც არ გააჩნდა და არ გააჩნია ძალაუფლება. არ არის კორუმპირებული. მას არ აქვს მილიონიანი ქონება. მას აქვს ერთი ბინა, რომლის ღირებულებაც, ალბათ 100 000 ლარამდეა. მას არასდროს ჰქონია ხელოვნების ნიმუშები. მას გზაც კი არ გადაუკეტავს, არასდროს დაუჯარიმებიათ...

მის სახლში ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან იცოდნენ, რომ 1 თეთრს ვერ იპოვიდნენ.

აქვს მხოლოდ ერთი სამუშაო ოთახი „ბათუმელების“ ოფისში და არის ორი მედიაგამოცემის „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი“, - აღნიშნავს ადვოკატი, რომლის კომენტარსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა გრძელდება. სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც.

მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ. პროკურატურა კი მზია ამაღლობელისათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი