პროკურორი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე - გიორგი ბაჩიაშვილი ვალდებული იყო სწორად ემართა ინვესტიციები - მოიწვია კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი და იდენტიფიცირებული იყო რისკები, თუმცა ყველა რისკი არ იქნა გათვალისწინებული და შედეგიც დადგა

არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს ავალდებულებდა, რომ სწორად ემართა ინვესტიციები და აქტივები. დანაშაულიც სწორად ამაშია, რომ მას უფლებამოსილებები ჰქონდა - მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იდენტიფიცირებული იყო რისკები და საფრთხეები. ეს ყველა რისკი და საფრთხე კი არ იქნა გათვალისწინებული, შედეგიც, ბუნებრივია, ამ მიმართულებით დადგა,- ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით.

პროკურორის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას. მისივე განმარტებით, მტკიცებულებათა მოცემულობა, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის დანაშაულს ადასტურებს, მაღალი ხარისხისაა. მისი თქმით, ეს არის უმთავრესად დოკუმენტაცია.

„ეს არის დოკუმენტაცია, რომელიც განხორციელებულ ქმედებებს, ასევე იმ ქმედებების არ განხორციელებას, რასაც ჩვენ ვედავებით, დოკუმენტურად ასახავს. ეს არის უშუალოდ გიორგი ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობით შედგენილი დოკუმენტი, ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა კონკრეტული რეპორტი, სადაც იყო ყველა რისკი, საფრთხე იდენტიფიცირებული და ბუნებრივია, ამის გათვალისწინება, მას როგორც უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელს, ევალებოდა.

ბაჩიაშვილს ვედავებით გულგრილობას. აბსოლუტურად ყველა მმართველობითი რგოლის წარმომადგენელმა, ვინც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხნენ, გარკვეული ინფორმაცია მისცეს, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ ასეთი მმართველობითი ორგანოები, ხშირ შემთხვევაში, ფიქტიური ხასიათის იყო და სინამდვილეში, არამხოლოდ ფაქტობრივ დონეზე, არამედ სამართლებრივადაც უკავშირდებოდა გიორგი ბაჩიაშვილს იმიტომ, რომ ის იყო გენერალური დირექტორი, ასევე პასუხისმგებელი ინვესტიციების და პროექტების სწორად მართვაზე. ძალიან მარტივი მოცემულობაა, ფაქტობრივ დონეზე რომ წარმოვიდგინოთ. ასევე, გარდა იმისა, რომ ის იყო გენერალური დირექტორი, რაც კანონმდებლობის მიხედვით გულისხმობს უმაღლეს მმართველობას, ამავდროულად არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც მას ავალდებულებდა, რომ სწორად ემართა ინვესტიციები და აქტივები. დანაშაულიც სწორად ამაში მდგომარეობს, რომ მას უფლებამოსილებები ჰქონდა, მან მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იდენტიფიცირებული იყო რისკები და საფრთხეები და ეს ყველა რისკი და საფრთხე არ იქნა გათვალისწინებული. შედეგიც, ბუნებრივია, ამ მიმართულებით დადგა”,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის თქმით, პროექტის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.

„მოცემულობა არის მარტივი - უნდა დასრულებულიყო 2019 წელს. 2025 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით, როდესაც ბრალდებულთან სისხლის სამართლებრივი დევნა მოხდა მაშინაც არ იყო პროექტი ექსპლუატაციაში შესული. მისი მომგებიანობა კატასტროფულად შემცირდა, პროცენტულ დონეზე ესეც დოკუმენტურადაა დადგენილი და ხარჯიც არაგონივრულად გაიზარდა, არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარით. ეს არის ის შედეგები, რომლებიც ერთობლიობაში შეფასებითი კატეგორიაა. ეს დანაშაული თავისი არსით, სამართლებრივად გულისხმობს სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. მისი სამსახური გულისხმობს იმას, რომ ეს პროექტი, ინვესტიციები უნდა ემართა სათანადოდ.

წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას, არაჯეროვან დამოკიდებულებას“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით