დავით მათიკაშვილი - საქართველო გაფართოების შესახებ მსჯელობაზე მიწვეული არ იყო, რადგან არსებობს ჩვენს საზოგადოებაზე ძალმომრეობის ინტერესი - ფაქტია, ბრიუსელის პოლიტიკა ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის დიქტატორული სოუსით შეკმაზულ პოლიტიკას

საქართველო გაფართოებასთან დაკავშირებით არსებულ მსჯელობაზე მიწვეული არ იყო, რადგან არსებობს ინტერესი ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლის და ძალმომრეობის - ფაქტია, ბრიუსელის პოლიტიკა ძალიან ჰგავს უკვე იმ დიქტატორული სოუსით შეკმაზულ პოლიტიკას, რაც ყოველთვის ჰქონდა საბჭოთა კავშირს საკუთარ რესპუბლიკებთან მიმართებით,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ამ მახინჯი პოლიტიკით ღრმავდება ევროსკეპტიციზმი, რომელიც საზოგადოებაში სწორედ ევროჩინოსნების გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული“.

„ქვეყანა, რომელიც ყველა პარამეტრით, ყველა სახელშეკრულებო და პოლიტიკური პარამეტრით წინ უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს; სახელმწიფო, რომლის წინსვლაზე, პროგრესზე თვალის დახუჭვა და დამალვა თვით ევროსტრუქტურებშიც კი საკმაოდ რთული და ძნელია, მაშინ როდესაც ობიექტურად აფასებენ და აქვეყნებენ კონკრეტულ რეიტინგებს, ეს ქვეყანა გაფართოებასთან არსებულ მსჯელობაზე, პრაქტიკულად, მიწვეული არ იყო. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ინტერესი ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლის, საზოგადოებაზე ძალმომრეობის. ამასთან, ინსტრუმენტად გამოყენების იმ რესურსის, რაც ევროკავშირს გააჩნია მის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით.

ძალიან რომ ემსგავსება ევროკავშირი საბჭოთა კავშირს, ძალიან რომ ჰგავს უკვე ბრიუსელის პოლიტიკა იმ დიქტატორული სოუსით შეკმაზულ პოლიტიკას, რაც ყოველთვის გააჩნდა საბჭოთა კავშირს საკუთარ რესპუბლიკებთან მიმართებით, ფაქტია. სწორედ ამ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. ამ მახინჯი პოლიტიკით ღრმავდება ევროსკეპტიციზმი, რომელიც საზოგადოებაში სწორედ ევროჩინოსნების გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის