გია ვოლსკი - წინა არჩევნებზე, აშშ-ში დაიწყეს იმ ადამიანების სიის შედგენა, ვინც „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერდა, რათა დეპორტაცია მოეხდინათ და ამას ქართველები ჩადიოდნენ - ემიგრაციაში ჩვენი მხარდამჭერების ტერორი მიმდინარეობს

ემიგრაციაში „ქართული ოცნების“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მხარდამჭერთა სერიოზული ტერორი მიმდინარეობს - წინა არჩევნებზე, აშშ-ში, დაიწყეს სიების შედგენა მათი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერს, რათა დეპორტაცია მოეხდინათ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ქართველები ჩადიოდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ცვლილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.

ვოლსკის თქმით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ქართველებს „აბსოლუტურად სხვა სურათი დახვდებათ“.

„ცალკეული ევროპული ქვეყნების და ზოგადად, ევრობიუროკრატიის ეს განწყობები, უსამართლო დამოკიდებულება განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანები მუდმივად იტვირთებიან ინფორმაციით. საინფორმაციო ველი დაზიანებულია, როდესაც საარჩევნო საკითხებს იხილავენ. აბსოლუტურად ფანტასმაგორიული ანალიზები კეთდება და შეკვეთილი სტატიები იწერება. მეტსაც გეტყვით, „ქართული ოცნების“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მხარდამჭერთა სერიოზული ტერორი მიმდინარეობს. ისეთი, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება არანაირ დემოკრატიულ სტანდარტს. არა მარტო იმ პროპაგანდით, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებშია, არამედ ქართველების მიერ. „ნაცმოძრაობის“ზონდერ ჯგუფების მიერ, რომლებიც პირდაპირ ემუქრებიან თუ ვინმე მათ აზრს არ იზიარებს. ემიგრაციაში ხდება ეს ყველაფერი. წინა არჩევნებზე აშშ-ში დაიწყეს სიების შედგენა მათი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერს, რათა დეპორტაცია მოეხდინათ აშშ-დან ამ ხალხის. კონკრეტული სიები შეადგინა კონკრეტულმა ადამიანებმა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ქართველები ჩადიოდნენ.

მეორე უფრო მნიშვნელოვანი, რის გამოც ეს გადაწყვეტილებაა მიღებული. ადამიანები, ვისაც არ უნდა უჭერდნენ მხარს, ჩამოვიდნენ რამდენიმე კვირით, 4 წელიწადში ერთხელ და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რა სურათსაც დაინახავენ...

ის, რომ ქართველ ამომრჩევლებზე საკმაოდ აგრესიული პროპაგანდა მიმდინარეობს არჩევნებზე, ეს არის ფაქტი.

ერთადერთი ამის სამკურნალო გზა არის ის, რომ ქართველები ჩამოვიდნენ თავიანთი პასპორტებით და ხმა მისცენ იმ შეხედულებით და განწყობით, რაც თვითონ შეექმნებათ. გარდა ამისა, ეს სამ წელიწადში უნდა მოხდეს. 3 წლის შემდეგ, აქ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება ეკონომიკისა და დასაქმების თვალსაზრისით, რომელიც იქნება არათუ წინაპირობა არჩევნებზე ჩამოსვლის, არამედ აქ ჩამოსვლის, ყოფნის და სამუშაო ადგილების დაკავების“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე: აქვს თუ არა მას აღნიშნულის მტკიცებულება, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „არა, სამწუხაროდ, არ მაქვს“.

„მტკიცებულება მაქვს კომპეტენტური, სამართლიანი, ინტელექტუალური ადამიანების. ეს ჩემი ინფორმაციაა და პარადად ვიღებ. დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე, არამედ სხვებიც. „ფეისბუქს“ გადახედეთ არჩევნების წინ და გაცილებით მეტ მტკიცებულებას მიიღებთ ამასთან დაკავშირებით. კონკრეტული ადამიანების გვარებიც იცით და სახელებიც, რომლებიც ამ ტერორიზმს და ზონდერობას აორგანიზებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, „აღნიშნული ცვლილებების ფონზე, ხომ არ ემზადება ივანიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის“, რაზეც ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“.

„საერთოდ დაანებეთ მაგ გამოთქმას თავი - „ივანიშვილი ემზადება“. ეს არის გუნდი და გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი. არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, არჩევნები იქნება 3 წელიწადში. ამ 3 წლის განმავლობაში საზოგადოება, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეული გადაწყვეტილებებისთვის უნდა იყოს მზად. არც ერთი, არც მეორე მხარდაჭერები არ უნდა იყვნენ გავლენის ქვეშ კონკრეტული პოლიტიკური კონიექტურით ან კონკრეტული ხედვებით, დაპროგრამებული ჯგუფების მხრიდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა