ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე

როგორც იცით, კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტებია. ეს მიზნები ასევე არის ჩვენი ძირითადი სამუშაოს ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ „ევროსკოპის“ რედაქტორს, თამარ ნუცუბიძეს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კომისია „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული სააგენტოს გაუქმებაზე.

„კორუფციასთან ბრძოლის საკითხი მკაფიოდ არის ხაზგასმული ჩვენს გაფართოების ანგარიშში. ანგარიშმა, ფაქტობრივად, დაასკვნა რომ საქართველოში არის უკუსვლა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში რეკომენდირებულია, რეკომენდაციების სახით ნახსენებია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ეფექტურობა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე. ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!