ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას - ერთ-ერთი კრიტიკა, რომელსაც ევროპა ხშირად ისმენს, ის არის, რომ ისინი საკმარისად აგრესიულები არ არიან

ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას. ევროპას ხშირად აკრიტიკებენ, რომ საკმარისად აგრესიული არაა, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, რუსული [გაყინული] აქტივების კონფისკაცია, რაც უკვე დიდი ნაბიჯია, არა მხოლოდ უკრაინას დააფინანსებს რამდენიმე წლით - როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ, ვფიქრობ, ის ასევე ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას. ერთ-ერთი კრიტიკა, რომელსაც ევროპა ხშირად ისმენს, ის არის, რომ ისინი საკმარისად აგრესიულები არ არიან.

მოკავშირეების დედაქალაქებში ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე ძლიერები მაშინ ვართ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ…

ერთ-ერთი საუბარი, რომელიც რამდენჯერმე გამიგია ჩვენი მოკავშირეებისგან არის, რომ რაც თებერვალში შეუძლებლად მიიჩნეოდა, ივნისში განიხილება როგორც: „აქამდე რატომ არ გავაკეთეთ, სექტემბერში?” ეს ევროპის ყველა ამ მოქმედების ისტორია იყო. და, ვფიქრობ, რომ მათთვის მამაცად მოქმედების დრო ახლაა”, - განაცხადა უიტაკერმა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა